воскресенье, 12 июня 2011 г.

ამერიკული ზღაპრები


“ამერიკის უბედურება ის გახლავთ , რომ ყველა იქ ჩასულს ამერიკა თავისი აღმოჩენილი გონია” (ნოდარ დუმბაძე)
დღეს ადამიანებს ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ საუბარი, ყოველ შემთხვევაში ცდილობენ მაინც, რადგან ქართველების ცნობიერება ჯერ არ განთავისუფლებულა საბჭოთა კავშირის ზეწოლისგან. ჩვენ ვიცით რომ ტაბუ დადებულ თემებთან შეხება აკრძალულია, მაგრამ როგორც ყოველთვის აკრძალვას არც ახლა მოაქვს შედეგი, და ადამიანები გაცხარებით საუბრობენ სექსზე, რათა “თავისუფლება” დაუმტკიცონ სხვებსა და საკუთარ თავს.
თავისუფლებაზე ფიქრისას, აუცილებლად გაგვახსენდება ამერიკა. შეიძლება ჯერ  პატრიოტული გრძნობები ამოტივტივდეს სიღრმიდან. გაგვახსენდეს : ქართველების ბრძოლა თავისუფლებისთვის, ეროვნული ჰიმნი, წარწერა “თავისუფლება ცოტნეს”, მაგრამ დემოკრატიისა და თანასწორობის მოგონებაზე გვერდს ვერ ავუვლით სიტყვას, რომელიც ასე მრავალმხრივ ისმის ჩვენ გარშემო და ეს სიტყვა ალბათ მიხვდით, რომ ამერიკაა.
ამერიკის შეერთებული შტატები, არის ის რაც ასე იზიდავთ ადამიანებს და განადგურებული ქვეყნიდან ცხრა მთას იქით არსებული სამოთხის შესახებ უქმნის ილუზიებს. ადამიანებმა კი ვინც საკუთარი თვალით იხილეს ამერიკა, კარგად იციან რომ იდეალური ქვეყანა არც ამერიკაა და მიუხედავად იმისა რომ საქართველოზე მეტადაა მიახლოებული “იდეალთან”, მაინც საჭიროა მისი არსი სტერეოტიპებისგან შორს მოვაქციოთ და დავივიწყოთ ფრაზა, რომ “ამერიკაში ყველა ადამიანი მდიდარი და ბედნიერია”.სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პროგრამა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩატარდა საქართველოში და ითვალისწინებდა მწერლების თავმოყრას სხვადასხვა ქვეყნებიდან ამერიკის ერთ–ერთ შტატ “აიოვაში” და საინტერესო ღონისძიებებისა და შეხვედრების ჩატარებას. ამ პროგრამაში მონაწილეობას იღებდა ქართველი თანამედროვე მწერალი დათო ტურაშვილი, რომელიც გაემგზავრა 100 დღით ამერიკაში და ამ მოგზაურობით საფუძველი  დაედო მის მეთორმეტე წიგნს “ამერიკული ზღაპრები.”
წიგნის ავტორი ყვება იმ თავგადასავლებით სავსე ტურის შესახებ , რომელიც აიოვაში დაიწყო, ჩიკაგოსა და ნიუ–იორკში გაგრძელდა და დასრულებით კი წიგნის ბოლოსაც არ დასრულებულა. მე კი მომინდა, რომ თუნდაც 13 დღით (სიმბოლურად) ასეთი მოგზაურობა მომეწყო და წარმოვიდგინე რამდენ რამეს ვისწავლიდი და როგორ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება ჩამოსვლის შემდეგ. მწერალის ცხოვრებაში ეს 100 დღე სიურპრიზებითაა სავსე. საყვარელ მწერლებთან შეხვედრა, პირველი და ბოლო სიყვარულის გააზრება, 11 სექტემბრის ტრაგედია, ახალი მეგობრები და გამოცდილება – ყველაფერი ამ პატარა წიგნშია თავმოყრილი. მცირე რომანი და ზღაპარი ახლოდან გვაცნობს ამერიკას, რაც ასე შორსაა ჩვენგან.
ამ დროს კი, სანამ ცხრა მთას იქით “იდეალურად” ცხოვრობენ, ჩვენ დიდებულ წარსულს ვეტრფით. ზღაპრის გმირებს ებადებათ კითხვა “საქართველოს ისტორიის შესახებ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ახლა რას აკეთებთ?” რომელზეც ჩვენ ვჩუმდებით…

Комментариев нет:

Отправить комментарий