воскресенье, 12 июня 2011 г.

სკეიტბორდინგი:)


მოგესალმები ძვირფასო მკითხველო!!! ჩემი პირველი პოსტი მინდა  მივუძღვნა სკეიტბორდინგზე საუბარს, რადგან დღესდღეობით ეს სპორტის სახეობა მოდურ ტენდენციად ითვლება თინეიჯერებში და ვფიქრობ შენც

 დაინტერესდები


Skate boarding-ი პირველად წარმოიშვა ამერიკაში, კალიფორნიის შტატში გასული საუკუნის 50-იან წლებში და მაშინვე მოიპოვა პოპულარობა. პირველი სკეიტი, რომელიც გაყიდვაში შემოვიდა იყო ,,Roller Derby”. პირველი, ახალი მოდით  სერიოზულად დაინტერესდა ლარი სტევენსონი და 60-იან წლებში სწორედ მან განავითარა ეს სპორტის სახეობა. მაშინ სკეიტი თითქოს ჰგავდა ახლანდელ დაფას. მსგავსება იყო თვლების რაოდენობაშიც, მაგრამ თავიდან ის  სწორი იყო და არა ისეთი როგორც დღეს არის ბოლოებში მომრგვალებული… დღესდღეობით ქართველი ახალგაზრდობაც შეუერთდა სკეიტის მოყვარული ადამიანების რიცხვს… ისინი სარგებლობენ სკეიტით სკოლაში პლიაჯზე და ა.შ. დიდი არაფერი ცოდნა სჭირდება სკეიტზე დგომას და თან გადაადგილების კარგი საშუალებაა. როგორც მე ვიცი თბილისში უკვე გაიხსნა skate park-ი. მართალია ,,ოზუში’’ჯერ ეგ ბედნიერება არ გვაქვს, მაგრამ ჩვენს ქალაქშიც მართლა ბევრი ადამიანი დაინტერესდა სკეიტბორდინგით. თქვენ ალბათ გადიჩნდებათ კითხვა,თუ სად უნდა შეიძინოთ ხარისხიანი დაფა. როგორც ბევრმა სკეიტ მოყვარულმა დაადასტურა ყველაზე კარგია უცხოეთიდან ინტერნეტით გამოწერილი დაფები..:))

P.S კომენტები დატოვეთ… რას ფიქრობთ, ღირს თუ არა სკეიტის ყიდვა?!  :)

Комментариев нет:

Отправить комментарий